პოლიტიკა
25.05.23 14:20
26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე, ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე, ლოგიკურია, რომ მხოლოდ ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის დროშის არგამოფენასთან დაკავშირებით მორიგი ანტისახელმწიფოებრივი სპეკულაცია აგორდა. როგორც კობახიძემ განმარტა, 26 მაისი ეროვნული დამოუკიდებლობის დღეა და სადღესასწაულო გაფორმებაში ეროვნული სიმბოლიკა გამოიყენებამ, ერთადერთი გამონაკლისი კი ამ მხრივ გასული წელი იყო, რაც წევრობის განაცხადს უკავშირდებოდა.
„26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა. შესაბამისად, 26 მაისი არის სწორედ ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე უნდა იყოს აგებული ეროვნულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. ეს იყო ერთადერთი გამონაკლისი. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს, არც მომდევნო წლებში, არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული შესაბამისი დღის გაფორმებაში. იმიტომ, რომ 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე. ეს არის ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ მხოლოდ სახელმწიფო, ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენება ამ დღეს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, არის ბევრი ადამაინი, რომელთაც სოციალურ ქსელის ანგარიშებზე, ე.წ. ჩარჩოებად მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშა უყენიათ, კობახიძის განცხადებით, სწორედ მათ აქვთ პასუხი გასაცემი კითხვაზე, რატომ არ იყენებენ საქართველოს დროშას.
„მე პირიქით მინდა, გავიხსენო ერთი რამ. საკმაოდ მრავლად არიან ადამიანები ჩვენს ქვეყანაში, ძირითადად, ეს არიან „ნაციონალები“, ფსევდოლიბერალები და მათზე აყოლილი სამწუხაროდ ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც, მაგალითად, „ფეისბუქზე“ უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები, არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“, ფსევდოლიბერალებმა და არ დასვან სპოეკულაციური კითხვები იმასთან დაკავშირებით, რაზეც კითხვა საერთოდ არ არის დასასმელი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ირაკლი ქადაგიშვილი - ამომრჩეველს სჭირდება მშვიდობა
18:0026.07.24
-
თეა წულუკიანი - მოხარული ვართ, რომ პრემიერი ეწვია ლევილის მამულს
17:2526.07.24
-
პრემიერ-მინისტრი ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
17:0026.07.24
-
16:3726.07.24
-
16:1626.07.24
-
ირაკლი კობახიძე - ლევილის მამული არის ჩვენი ისტორიის ნაწილი, უძვირფასესი მემკვიდრეობა
15:5726.07.24
-
15:2526.07.24
-
15:0026.07.24
-
14:3426.07.24
-
14:1826.07.24
-
13:5826.07.24
-
საქართველოდან 16 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული
13:2326.07.24
-
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება
13:0026.07.24
-
5 რეგიონი, სადაც ყველაზე მეტი კრედიტი აქვთ - ბანკებმა 58.046 მლრდ ლარის სესხი გასცეს
12:2626.07.24
-
12:0026.07.24
-
ადამ კინზინგერი - საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“
11:4026.07.24
-
აფხაზეთში აპარტამენტების შესახებ კანონი უკან გაიხმეს - აძლევს ეს აფხაზებს დამშვილდების საფუძველს?
11:2126.07.24
-
10:5126.07.24
-
10:2726.07.24
-
10:0026.07.24
-
საქართველოს სამეზობლოში ყველაზე ძლიერი პასპორტი აქვს
18:0025.07.24
-
17:1025.07.24
-
გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო და სპორტული სივრცეების მოწყობის სამუშაოები დასრულდა
16:4425.07.24
-
16:2025.07.24
-
მამუკა მდინარაძე - ადამიანის მოკვლას რომ აპირებდნენ, ვიღაცის საღლიცინო ამბავი არ არის
15:5525.07.24
-
15:2925.07.24
-
„მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უცნობი პირები თავს დაესხნენ
15:0825.07.24
-
14:4625.07.24
-
მაია ბითაძე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე
14:1425.07.24
-
13:4425.07.24
-
ლევან დავითაშვილი - საქართველოში გვაქვს სტაბილური, მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც მთავარი ამოცანაა
13:2125.07.24
-
ირაკლი ჩიქოვანი - წლიდან წლამდე სულ უფრო მეტ რესურსს ვხარჯავთ, რათა გავაძლიეროთ თავდაცვისუნარიანობა
13:0025.07.24
-
გურამ მაჭარაშვილი - ოპოზიციაში მიდის ხოცვა-ჟლეტა, ვინ გაინაწილებს 30-35 მანდატს
12:3525.07.24
-
12:1625.07.24
-
11:4825.07.24
-
11:2525.07.24