პოლიტიკა

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განახლებული სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

25.05.23 16:30


განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში ცვლილებები განხორციელდა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ აღნიშნა, წლის განმავლობაში კომიტეტი ექვს თემატურ მოკვლევას განახორციელებს და შესაბამის ანგარიშებს მოამზადებს.

 

მისივე განმარტებით, განახლებული სამოქმედო გეგმის თანახმად, სკოლებში სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის შესწავლის მიზნით, ახალი თემატური მოკვლევის - საგანმანათლებლო დაწესებულებებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრაქტიკა და არსებული გამოწვევების შესწავლა იგეგმება. განახლებული სამოქმედო გეგმის ინგლისურენოვანი ვერსია, კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, უცხოურ დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს დაეგზავნებათ, რომლის შემდეგაც ერთობლივი აქტივობები განისაზღვრება.

 

სხდომაზე გივი მიქანაძემ კომიტეტის წევრებს ახალი თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით ინფორმაცია გააცნო. საკითხი შეეხებოდა - საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრისა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავების მიზნით თემატური მოკვლევის დაწყებას. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ თემატურ ჯგუფს იგი უშუალოდ უხელმძღვანელებს და ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არსებული ექვსი უნივერსიტეტის მონახულება და იქ არსებული მდგომარეობის გაცნობა იგეგმება.

 

სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ბაია კვიციანის კანდიდატურა ერთხმად დაამტკიცეს.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები