პოლიტიკა
25.05.23 17:00
საქართველო-ყაზახეთის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია ყაზახეთში იმყოფება.
დელეგაცია, რომელსაც დავით მათიკაშვილი ხელმძღვანელობს ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი მოწვევის პარლამენტის მაჟილისის თავმჯდომარის მოადგილე, ალბერტ რაუს შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა, მსჯელობისას ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარების უდიდეს მნიშვნელობას, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების და ხალხთა შორის კეთილმეგობრული კავშირების დამყარებისთვის.
„შეხვედრაზე, ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობებზე და შემდგომ პერსპექტივებზე. განხილვის მთავარი თემები იყო: ეკონომიკა, ენერგეტიკა, სატრანსპორტო პოლიტიკა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, კულტურა და განათლება.
ყაზახურმა მხარემ პირობა დადო, რომ ახალი მოწვევის მაჟილისში, უმოკლეს პერიოდში შეიქმნება საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და დაუყოვნებლივ ეცნობება ქართულ მხარეს.
საქართველოს დელეგაციამ, მადლიერება გამოხატა ყაზახური მხარის მიერ საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. თვითგამოცხადებული რესპუბლიკების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის ბოლოს ქართულმა დელეგაციამ მასპინძლები მიიწვია ყაზახეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, რომელიც 26 მაისს ქ. ასტანაში გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0029.09.23
-
ნათია თურნავა ბრიტანეთის ელჩს მარკ კლეიტონს შეხვდა
17:3029.09.23
-
შალვა პაპუაშვილი თურქეთის დიდი ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
17:0029.09.23
-
16:3029.09.23
-
16:0029.09.23
-
პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიის სენატის პრეზიდენტს შეხვდა
15:3029.09.23
-
გერმანიის და საფრანგეთის ელჩების განცხადება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე
15:0029.09.23
-
საქართველოში მომავალი წლიდან პენსიები იზრდება
14:3029.09.23
-
14:0029.09.23
-
13:4029.09.23
-
13:2029.09.23
-
კახა კალაძე ოპოზიციაზე: რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის
13:0029.09.23
-
12:3029.09.23
-
სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა
12:0029.09.23
-
11:4029.09.23
-
11:2029.09.23
-
11:0029.09.23
-
10:4029.09.23
-
გიორგი ვოლსკი: პრეზიდენტის ვოიაჟი და განცხადებები რევოლუციურ სცენარს ემთხვევა
10:2029.09.23
-
შოთა ხაბარელი კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს შეხვდა
10:0029.09.23
-
შსს-ს700-მდე ახალი თანამშრომელი ემატება
18:0028.09.23
-
17:4028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი იტალიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა
17:2028.09.23
-
17:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა
16:4028.09.23
-
აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებაზე ჯარიმები იზრდება
16:2028.09.23
-
16:0028.09.23
-
ხატია დეკანოიძე - ლავროვმა საქართველოს ხელისუფლება თანამშრომლობაში ამხილა
15:4028.09.23
-
15:2028.09.23
-
“მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა პირველ იანვარს არსებობას შეწყვეტს” – განკარგულება
15:0028.09.23
-
შალვა პაპუაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარეს შეხვდა
14:4028.09.23
-
ზურაბ უტიაშვილი რუსთავში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო
14:2028.09.23
-
საქართველოში წელს ცოფის 68 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა წელთან შედარებით მცირედი ზრდაა
14:0028.09.23
-
13:4028.09.23
-
13:2028.09.23
-
13:0028.09.23