პოლიტიკა
30.05.23 14:40
ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას წლის ბოლოს ველით, თუმცა ვიცით, რომ ევროკომისია ერთგვარ შუალედურ მოხსენებას გააკეთებს ივნისის ბოლომდე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საკითხზე. შესაბამისად, საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების დასრულება არის პრიორიტეტი და ჩვენი მიზანია ივნისის ბოლომდე საქართველომ დაასრულოს დარჩენილ საკითხებზე მუშაობა, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა პლენარულ სხდომაზე.
მან რეკომენდაციების შესრულების პროცესი შეაფასა და განაცხადა, რომ რეკომენდაციების 80 პროცენტზე მეტი საქართველოს პარლამენტმა შეასრულა.
„დარჩენილი საკითხების შესრულება, დიდწილად დამოკიდებულია ვენეციის კომისიის უკუკავშირზე დეოლიგარქიზაცის კანონთან დაკავშირებით, ვინაიდან სწორედ ეს საკითხია მუშაობის პროცესში. სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებზე იურიდიული კომიტეტი აგრძელებს მუშაობას და იმედი გვაქვს მალე შევძლებთ საჭირო ცვლილებების განხორციელებას. და მთავარი, ის რაც ორი კვირის წინ ამ დარბაზში მოხდა არის ღია პასუხი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ყველა კითხვაზე, რაც შეიძლება არსებობდეს“, განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
მისივე თქმით, ყველამ კარგად იცის თუ რა მხარდაჭერა აქვს საზოგადოებაში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. შესაბამისად, მარტივი ამოსაცნობია, როგორ ეთამაშებით საზოგადოების ამ განწყობას სწორედ თქვენი დესტრუქციული გეგმის სისრულეში მოსაყვანად. ამისთვის გჭირდებათ ის, რომ საქართველომ ვერ მიიღოს სტატუსი დეკემბერში და მთელი თქვენი ძალისხმევა სწორედ აქეთ არის მიმართული. რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი სცადეთ თავიდანვე, როცა უარი თქვით სამუშაო ჯგუფებში მუშაობაზე. და ის რაც ორი კვირის წინ გააკეთეთ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას, კითხვასაც აღარ ტოვებს თქვენს გულწრფელობასთან დაკავშირებით, საქართველოს ევროპულ მომავალთან მიმართებაში. პასუხისმგებლობის სრულად მოხსნა და რეკომენდაციების შესრულების საბოტაჟი არის ქართული ოპოზიციის პასუხი საქართველოს შანსზე გადადგას ერთი დიდი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობის გზაზე.
„მაშინ როდესაც, ძალისხმევას არ ვიშურებთ, ყველა შესაძლო ფორმატს და პლატფორმას ვიყენებთ, რომ ჩვენი პარტნიორების ინფორმირებისთვის, თუ რა გააკეთა საქართველომ იმისთვის, რომ დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღოს, თქვენ მხოლოდ ქვეყნის დისკრედიტაციით ხართ დაკავებული. სამწუხაროდ, ხშირად საქართველოს გარშემო მიმდინარე მოვლენებიც გეხმარებათ და საეჭვოდ უნისონში მოდის თქვენს მიზნებთან. აქვე, ორიოდე სიტყვით საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებებზე: ნურც მარტივ ჭეშმარიტებებს გავართულებთ და ნურც რთულ მოცემულობას გავამარტივებთ ზედმეტად. მოსკოვის გადაწყვეტილებები საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობისკენ რომ არ არის მიმართული, ალბათ ამას განსაკუთრებული უნარები არ სჭირდება რომ ამოვიცნოთ. შესაბამისად, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ადარდებს, სწორადაც უნდა შეაფასოს ეს მოვლენები.
საქართველოს პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრება რუსეთის გადაწყვეტილებებზე, ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა. რაც შეეხება მოქმედების სივრცეს, არც ისე ფართოა საქართველოსთვის. ნებისმიერი მიზეზით უარი ფრენების მიღებაზე, ნიშნავს საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ სანქციების ამოქმედებას. რამდენადაც მიმზიდველად არ უნდა ჟღერდეს რუსეთის მიერ ოკუპირებული, ნაომარი და ნაბრძოლი ერისთვის ეს ნაბიჯი, საქართველო, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, დღეს ვერ დაუწესებს სანქციებს რუსეთს, თუმცა ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოს გავლით. ეს არის რთული რეალობის მარტივი ახსნა, რომელის საქართველოს წინააღმდეგ გამოყენება, ევროკავშირთან ღირებულებით კონფლიქტად შეფასება არის შეცდომა და მეტიც, დანაშაული“,- განაცხადა დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24