პოლიტიკა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე

31.05.23 11:40


საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

პარლამენტის წევრების, რომან გოცირიძის და ხატია დეკანოიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას უფრაქციო პარლამენტის წევრებისთვის, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.

 

კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატორების თქმით, ამით ისინი შეძლებენ უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ისარგებლონ პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფისთვის რეგლამენტის შესაბამისად მინიჭებული უფლებამოსილებებით.

 

კომიტეტმა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები