პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა

31.05.23 13:00


პრემიერ-მინისტრი ყოველწლიური ანგარიშით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 30 ივნისს გამოვა.

 

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, პრემიერის პარლამენტში მოსვლის თარიღი შეთანხმებულია.

 

რეგლამენტის გათვალისწინებით, პლენარულ სხდომაზე გამოსვლამდე პრემიერი პარლამენტს ყოველწლიურ მოხსენებას წერილობითი ფორმით წარუდგენს, რაც რეგლამენტის მიხედვითვე, 1 ივნისამდე უნდა მოხდეს. ამასთან დაკავშირებით პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ანგარიში პარლამენტისთვის დადგენილ ვადაში იქნება წარმოდგენილი.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები