საზოგადოება

1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა

01.06.23 12:00


1 ივნისი ბავშვთა დაცვის დღეა. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკსა და მთაწმინდის პარკში ღონისძიებები თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართება.

 

საბავშვო აქტივობები 16:00 საათიდან დაიწყება. ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართება საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; იფუნქციონირებს ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, ასევე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართება საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფების შოუ, კარნავალი და სხვა.

 

ბავშვთა დაცვის დღე ასევე აღინიშნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც - დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობები.

 

 

 


წყარო : /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები