პოლიტიკა

“საქართველო ნეიტრალური და მიუკერძოებელია” – პრემიერი სომხეთსა და აზერბაიჯანზე

01.06.23 15:30


„მე ვფიქრობ, რომ საქართველოს პოზიცია და როლი ძალიან ნეიტრალური და მიუკერძოებელია ჩვენს რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების კონტექსტში. ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს ორივე ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან და სომხეთთან”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმითვე, საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი და თავისი არსით პირველი წარმატებული მედიაცია განახორციელა აზერბაიჯან- სომხეთის შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ, 2021 წელს.

 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ სამშვიდობო დიალოგს და მოლაპარაკებებს, რომლებიც აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარეობს. მიმაჩნია, რომ ეს ჩვენი – საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის – მთელი რეგიონის ინტრესებშია”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

დღესვე, ევროპული სამიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს, ნიკოლ ფაშინიანს და ილჰამ ალიევს შორის. ხუთმხრივი შეხვედრას დაესწრებიან ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცი.

 

მოლდოვაში შეხვედრამდე აზერბაიჯანულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ სწორედ აღნიშნული სამიტის ფარგლებში ხელი მოეწერებოდა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმებას, რაც ოფიციალურმა ერევანმა უარყო.

 

 

წყარო :  /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 451


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები