საზოგადოება
02.06.23 15:00
უნგრულმა ავიაკომპანია WIZZ AIR-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მე-3 ბაზირებული ხომალდი დაამატა. უახლესი Airbus A321 neo თვითმფრინავი იმუშავებს ხუთ სრულიად ახალ მარშრუტზე, რის შედეგადაც, ქართველ მგზავრებს ახლა შეეძლებათ, იმოგზაურონ ბრიუსელის შარლერუაში, ფრანკფურტ ჰანში, ჰამბურგში, მადრიდსა და პოზნანში.
საქართველოს აეროპორტის გაერთიანების ინფორმაციით, დამატებითი სიმძლავრე Wizz Air-ს საშუალებას აძლევს, გაზარდოს ფრენების სიხშირე ბაზიდან მიუნხენის მემინგენში, მილანში, პარიზ ბოვესა და პრაღაში.
„ამ ნაბიჯით მარშრუტების რაოდენობა ბაზიდან 27-მდე გაიზარდა. ეს მარშრუტები დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ევროპასთან და სხვა მრავალ მიმართულებებთან აკავშირებს. ბაზაზე მესამე თვითმფრინავის დამატებითა და ქართულ ქსელში ახალი მარშრუტების გახსნით, Wizz Air აძლიერებს ლიდერის პოზიციას ბაზარზე, როგორც უმსხვილესი ავიაკომპანია ქუთაისიდან. ეს განვითარება ადასტურებს ავიაკომპანიის პასუხისმგებლობას, რაც შეიძლება მეტ მგზავრს შესთავაზოს პოპულარული მიმართულებები და ულტრადაბალი ტარიფები ყველაზე მდგრადი გზით და დაეხმაროს 160 000-ზე მეტ მგზავრს, მისწვდნენ დანიშნულების ადგილს ყოველდღე ივნისის განმავლობაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Wizz Air-ის კომუნიკაციების მენეჯერის, ჟაჟა ტრუბეკის განცხადებით, მოხარულია, რომ მეტი ახალი მიმართულება არის ხელმისაწვდომი ქართველი მოგზაურებისათვის.
„მოხარულები ვართ, მივესალმოთ ჩვენს მესამე თვითმფრინავს ქუთაისში. აღსანიშნავია, რომ წელიწადზე ნაკლები გავიდა მას შემდეგ, რაც მეორე საბაზისო თვითმფრინავის დამატება ვიზეიმეთ. სასიამოვნოდ ამაღელვებელია, თვალი ადევნო ბაზარზე ჩვენს გაფართოებას და მოხარული ვარ, რომ უფრო და უფრო მეტი ახალი მიმართულება არის ხელმისაწვდომი ჩვენი ქართველი მოგზაურებისათვის. ქუთაისში ახალი თვითმფრინავის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ დავამატეთ 170 000-ზე მეტი სამგზავრო ადგილი საქართველოდან, ხოლო შემოთავაზებული ადგილების საერთო რაოდენობა ამ დროისთვის 800 000-მდე გაიზარდა. მოუთმენლად ველი მსგავს შემთხვევებს მომავალში, რათა გავუზიაროთ ბედნიერება ჩვენს მგზავრებსა და საქართველოს გაერთიანებულ აეროპორტებს“, – განაცხადა ჟაჟა ტრუბეკმა.
აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, არაერთი მოლაპარაკება მიმდინარეობს ახალი მიმართულებების მოზიდვასა და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე.
„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი WIZZ AIR საქართველოს ბაზრის ერთგული რჩება და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ფართოვდება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანება მუდმივად მუშაობს მგზავრების კომფორტისა და ხარისხის გაზრდაზე. ჩვენ არაერთი მოლაპარაკება გვაქვს ახალი მიმართულებების მოზიდვაზე და არსებული ფრენების რაოდენობის გაზრდაზე. დღევანდელი დღე ჩვენ მიერ სწორად ნაწარმოები მოლაპარაკების, სტრატეგიის შედეგია და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ 27 მიმართულება უკვე ჩაითვლება, როგორც მიმართულებების რაოდენობის სრულ აღდგენად 2019 წელთან შედარებით. გარდა ამისა, წლევანდელი წელი იქნება ისტორიული წელი, რადგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ველოდებით მილიონზე მეტ მგზავრს, რაც ნიშნავს, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ახალ სიტყვას იტყვის ქართულ საავიაციო ბაზარზე“, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24
-
11:2026.04.24
-
10:4526.04.24
-
საგამოძიებო სამსახურმა ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
10:0726.04.24
-
სომხეთი და რუსეთი - ‘ალიანსიდან’ ღია მტრობამდე...
18:2425.04.24
-
18:0025.04.24
-
17:2725.04.24
-
ირაკლი კობახიძე უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს შეხვდა
16:5025.04.24
-
16:2225.04.24
-
16:0025.04.24
-
15:3825.04.24
-
თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
15:0025.04.24
-
14:3525.04.24
-
14:1525.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ევროპის სახელით მსჯელობას კრძალავენ
13:4925.04.24
-
13:2625.04.24
-
ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
12:5125.04.24
-
12:3025.04.24
-
12:1025.04.24
-
Le Figaro - საქართველოში სრიალი ეგზოტიკური, ხელმისაწვდომი და თავგადასავლებით სავსეა
11:4525.04.24