პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი - 1 და 2%-იანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა სრული კრახით დასრულდება - ვინც პოლიციაზე თავდასხმას ახორციელებს, არის მტერი და ყველა ადამიანი სამაგალითოდ დაისჯება

06.06.23 14:20


ყველა ის ადამიანი, არ მინდა გავიმეორო, რომელიც ჩვენ გმირ, საამაყო პოლიციას, რაიმე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ყველა, ვინც პოლიციის წინააღმდეგ გაილაშქრებს და მითუმეტეს, როგორც ეს გაკეთდა და გააკეთეს, ლამის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტეს აი, ამ დესტრუქციულმა, ანარქისტულმა ძალებმა, ყველა ის ადამიანი იქნება სამაგალითოდ დასჯილი, ეს იცოდეს ყველამ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პოლიციის მისამართით გაკეთებული კრიტიკული განცხადებების, მათ შორის „გირჩის“ პოზიციის შესახებ კითხვას უპასუხა.

 

პრემიერი-მინისტრის შეფასებით, „გირჩი“ ყველაზე დეგრადირებული ორგანიზაციაა.

 

„რაც შეეხება იმას, რომ თქვენ ახსენეთ ყველაზე სამაგალითო ანტიეროვნული, ანტიქართული მოვლენა, რაღაც ნეოფაშისტური მოვლენა და სრულიად ამორალური, დეგრადირებული ორგანიზაცია, როგორიც არის „გირჩი“,რომელმაც თუ რაიმე გააკეთა, ყველაფერი გააკეთა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ჯერ გახსოვთ, რომ მათი მოგონილი იყო, არ მინდა გავიმეორო, მაგრამ ალტერნატიული ეკლესიების დაფუძნება, გასაბერი ეკლესიები მოიგონეს. შემდეგ თქვეს ფარისევლური რაღაც, ვითომ მღვდელმსახურებას ეწეოდნენ და ა.შ. აღარ მინდა ამას გავყვე. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, ათი ათასი ახალგაზრდა შეაცდინეს იმისთვის, რომ ჯარში არ წასულიყვნენ. ამის შემდეგ, ეს ადამიანი გახსოვთ, რომ ბოლო პერიოდში გამოდიოდა და ტრენინგებს უტარებდა ახალგაზრდებს და მათ სთავაზობდა მათ შორის, იარაღის სწავლებას და ა.შ. ეს ყველაფერი გასაგებია, ამ ადამიანების 1%-იანი, 2%-იანი პარტიების ნებისმიერი უსუსური მცდელობა დასრულდება სრული კრახით. მე მინდა ეს ყველას ვუთხრა და სახელმწიფო იქნება უკომპრომისო ყველა ასეთი შემთხვევის გამოვლინებისას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩემთვის სრულიად მიუღებელია, ეს არის დასაგმობი ფაქტი, ამაზე საზოგადოებამ, ყველამ უნდა აიმაღლოს ხმა - ჩვენი პოლიცია არის ხელშეუხებელი, ჩვენი ჯარი არის ხელშეუხებელი, სპეცსამსახურები, ვინც აძლიერებენ ჩვენს სახელმწიფოს. ვინც მათზე თავდასხმას ახორციელებს, ის არის ჩვენი ქვეყნის მტერი, მე არ მოვერიდები ამის თქმას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები