პოლიტიკა

„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“ - რომან გოცირიძე ხაბეიშვილის შეთავაზებაზე

06.06.23 16:00


„ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“, - ამ სიტყვებით ეხმაურება ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის შეთავაზებას 2024 წლის არჩევნებისთვის ყველა ოპოზიციური პარტიის გაერთიანების შესახებ. 

 

„არ მგონია, ეს რაიმე შემოთავაზება იყო, ეს იყო ტრადიციული, ქართული „ღადავი“, როგორც იტყვიან. „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანებამ თუ რა შედეგი გამოიღო, ხედავთ. 36 კაცი იყო და აქედან 20-მდე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არც კი ყოფილა, როგორი ხარისხის პარლამენტია ამასაც ვხედავთ. არ არის საჭირო ვიღაცაზე ჩაბმა. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა პარტიების ლტოლვა ნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობის“ ხარჯზე მოხვდნენ პარლამენტში, არ იშრომონ და ოფლი არ ღვარონ არჩევნების პერიოდში“, - აცხადებს რომან გოცირიძე. 


შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2024 წლის არჩევნებზე გაერთიანებას ყველა ოპოზიციურ პარტიას სთხოვს.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები