პოლიტიკა
07.06.23 15:00
ოპოზიციაში კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ იმდენად მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ მას შეუძლია, დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებით, ვინც კი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად იქცეს, – ამის შესახებ საპარლამეტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ოპოზიცის წარმომადგენლები ცდილობენ, ფორმალურად თუ არაფორმალურად დისტანცირება მოახერხონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
„მიუხედავად ხმამაღალი განცხადებისა, თითქოს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობაშია“, ბუნებრივია, ამას ოპოზიციის მხრიდან ყველა პოზიტიურად არ გამოეხმაურებოდა. კარგად ხვდებიან, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად იმდენად დაზიანებული და მანკიერი რეპუტაცია აქვს, რომ მას შეუძლია, ძალიან დამაზიანებელი როლი ითამაშოს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ პარტიასთან მიმართებით, ვინც კი შეიძლება, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აფილირებულად იქცეს. ამას კარგად ხვდებიან და ცდილობენ, ფორმალურად თუ არაფორმალურად, მაგრამ დისტანცირება მოახერხონ „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ეს არ ნიშნავს, რომ კულუარული თანამშრომლობა გამორიცხული აქვთ თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებს.
რაც შეეხება განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს გასაღების ძიება გრძელდება და ახლა ცდილობენ, გასაღები მონახონ მესამე ძალის აბსტრაქტულ იდეაში, არ მგონია, რომ ეს მართებული გათვლა იყოს. ფაქტია, რომ რეალობა არის ის, რაც არის ოპოზიციასთან მიმართებით. მათ აქვთ გარკვეული შესაძლებლობები, რაც არის მკაცრად ლიმიტირებული. იმაზე მეტს, ვიდრე დღეს ამ პოლიტიკურ ჯგუფებს აქვთ, ვერცერთი გაერთიანებით და ვერცერთი დაშლით, გადანაწილებით და გადაჯგუფებით ვერ შექმნიან. დიდი იმედების დამყარების საფუძველი და შესაძლებლობა მათ არ აქვთ. გამიჭირდება თქმა, როგორი იქნება კონფიგურაცია, ვინ გამოეხმაურება პოზიტიურად, ვინ ფორმალურად ან არაფორმალურად გაერთიანდება, მაგრამ როგორც არ უნდა გადალაგდნენ, რეალურად, ეს რეზულტატზე მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს, შეუძლებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „ივანიშვილის დამარცხების მთავარი გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7 პროცენტი მიიღონ, რათა ხვალ, ზეგ იყოს კოალიციური მთავრობა“. ამასთან, „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა: „ამოცანა მკაფიოა, შევქმნათ ალტერნატიული მიზიდულობის ცენტრი, ორპოლუსიანობა დაიმსხვრეს. გასაღები არის ისეთ გაერთიანებაში, სადაც მონაწილეობას არ მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
15:4021.09.23
-
15:2021.09.23
-
15:0021.09.23
-
ზურაბ აზარაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში შეხვედრებში მონაწილეობს
14:4021.09.23
-
ოთარ შამუგია მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს როლანდ პრაისს შეხვდა
14:2021.09.23
-
14:0021.09.23
-
პარლამენტმა ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია
13:4021.09.23
-
ყარაბაღში ისევ სროლებია – CivilNet
13:2021.09.23
-
13:0021.09.23
-
12:3021.09.23
-
12:0021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილეს
11:4021.09.23
-
ილია დარჩიაშვილი მონღოლეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
11:2021.09.23
-
ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა
11:0021.09.23
-
ნათია თურნავა: ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო სანქციების აღსრულების ვალდებულების მიმართ
10:4021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:2021.09.23
-
სოხუმისა და ცხინვალის სეპარატისტებისთვის მთავარი გაკვეთილი არცახელი სეპარატისტების დანებებაა
10:0021.09.23
-
18:0020.09.23
-
17:4020.09.23
-
17:2020.09.23
-
17:0020.09.23
-
გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების წარმომადგენლებს ახალი ხედვა შესთავაზა
16:4020.09.23
-
ათონელის სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი დაინიშნა
16:2020.09.23
-
16:0020.09.23
-
15:3020.09.23
-
15:0020.09.23
-
ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი
14:4020.09.23
-
14:2020.09.23
-
14:0020.09.23
-
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არჩილ მესტვირიშვილიც ტოვებს
13:3020.09.23
-
ცესკომ და ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი
13:0020.09.23
-
ბაქოში უპასუხეს სტეპანაკერტის შეთავაზებას მოლაპარაკებებზე
12:4020.09.23
-
12:2020.09.23
-
სომხეთის პოლიციამ საპროტესტო აქციაზე 16 ადამიანი დააკავა
12:0020.09.23
-
ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფინელ კოლეგას შეხვდა
11:4020.09.23
-
ილია დარჩიაშვილმა განას საგარეო საქმეთა და რეგიონალური ინტეგრაციის მინისტრთან შეხვედრა გამართა
11:2020.09.23