პოლიტიკა

თბილისის მერი თურქეთის ელჩს შეხვდა

07.06.23 15:30


დედაქალაქის მერი კახა კალაძე თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ალი ქაან ორბაის შეხვდა. შეხვედრაზე ორი ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობების საკითხები განიხილეს.

 

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ მიულოცა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მეგობარ თურქეთს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა თბილისსა და ანკარას შორის, ასევე სტამბოლთან სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

 

„ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება ჩვენ ქალაქებს შორის, გამოცდილების გაზიარება. ახლო მომავალში ვგეგმავთ თურქეთში ვიზიტს, რათა ადგილზე გავეცნოთ სხვადასხვა სფეროში დანერგილ სიახლეებს. სიამოვნებით გავიზიარებთ მაგალითად, ნარჩენების გადამუშავების პრაქტიკასაც. ამ მხრივ ჩვენ ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და ძალიან საინტერესო იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

თავის მხრივ, ალი ქაან ორბაიმ აღნიშნა, რომ თურქეთისთვის საქართველოს განვითარებასა და სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

 

„თბილისი ულამაზესი ქალაქია. ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი, სადაც ვყოფილვარ. მესმის, რომ ძალიან რთულია ასეთი ისტორიული ქალაქის ხელმძღვანელობა. ჩვენ მზად ვართ თბილისთან ყველანაირი თანამშრომლობისთვის, რადგან საქართველოს განვითარება და მისი სტაბილურობა მნიშვნელოვანია თურქეთისთვის“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები