პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა

08.06.23 15:00


ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის ტრანსფორმაციისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვან ინსტრუმენტად რჩება, - ამის შესახებ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეთორმეტე შეხვედრის გახსნაზე განაცხადა. საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, 2014 წლიდან საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოების გზაზე პროგრესის მისაღწევად.

 

„საქართველოს მიერ ევროპულ გზაზე მიღწეული პროგრესი უდავოა. წარმატებულმა რეფორმებმა საქართველო მრავალი თვალსაზრისით მიმზიდველ ადგილად აქცია და ქვეყანა ევროპულ სტანდარტებთან დააახლოვა. მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნებულმა ევროკომისიის ანგარიშმა ასევე აღიარა საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. ვინაიდან ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენი დიდი ხნის კონსტიტუციური მიზანია, რომელსაც მხარს საქართველოს მოქალაქეების 80%-ზე მეტი უჭერს, საქართველო ისწრაფვის გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა წინსვლისა და ევროპულ ოჯახში თავისი ადგილის დასაკავებლად“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

 

ბრუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა იმართება. საპარლამენტო დელეგაცია, ევროდეპუტატებთან ერთად, ყველა იმ საკითხს განიხილავს, რომლებიც აქტუალურია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები