პოლიტიკა

თეა ახვლედიანი: უარვყოფ იმ მოსაზრებას, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ GLOBSEC-ზე ​გაკეთებული განცხადება იყო ანტიდასავლური

08.06.23 16:20


როგორც საქართველოს მთავრობის წევრმა, მსურს მოკლე კომენტარები გავაკეთო, რამეთუ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ახსენეთ უკვე სამჯერ. პირველ რიგში, რაც შეეხება იმ ბუდაპეშტში წარმოთქმული სიტყვის ციტატას, რომელიც თქვენ ახსენეთ ქალბატონო თანათავმჯდომარე, მსურს აღვნიშნო რომ ეს ციტატა თქვენ მოიყვანეთ კონტექსტის გარეშე. ამ ციტატას წინ უძღოდა ის, რომ პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუშვა სამოქალაქო თანასწორობას საქართველოში, იმას თუ რამდენად არის ყველას უფლება დაცული ჩვენს ქვეყანაში და მან ასევე ისაუბრა უმცირესობათა უფლებებზე, რომელთა დაცვაც საქართველოში პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ GLOBSEC-ზე გაკეთებული განცხადების ინტერპრეტაციაზეც ისაუბრა.

 

„პრემიერ-მინისტრის კიდევ ერთი ციტატა GLOBSEC-იდან, რომელიც ბატონმა ლუკ დევინმა ახსენა და დასვა კითხვა თუ რას ნიშნავდა ეს ციტატა. გეტყვით რასაც ნიშნავდა, ეს ნიშნავს რომ სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ სამხედრო აგრესია და შეჭრა, პირველ რიგში 2008 წელს საქართველოში, იყო საერთაშორისო სამართლის მთავარი პრინციპების სერიოზული დარღვევა, ეს იყო გაეროს ქარტიის პრინციპების დარღვევა, მათ შორის სუვერენული სახელმწიფოს არჩევანის უფლების დარღვევა, არჩევანის უფლება ნიშნავს, რომ ჩვენი საქართველოს როგორც სუვერენული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის უფლებაა აირჩიოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია და დიახ, ჩვენ თავს დაგვესხნენ იმისათვის, რომ შეეჩერებინათ ქვეყნის წინსვლა ამ გზაზე. იგივე მოხდა უკრაინის შემთხვევაშიც და მოვიყვან ციტატას, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ციტატას, რომელიც მან ასევე GLOBSEC-ზე წარმოთქვა: „პირველად ჩვენს ისტორიაში (სხვათა შორის უნდა აღვნიშნო რომ ეს 21-ე საუკუნეში უკვე მეორედ მოხდა და არა პირველად) ქვეყანა არის თავდასხმის ქვეშ, რადგან მას აქვს სურვილი გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ეს არის უკრაინის სუვერენული უფლება და მისი ხალხის მიერ მკაფიოდ გაცხადებული ნება და ა.შ“.

 

ჩვენთვის ევროატლანტიკური მისწრაფებები არის იგივე, პრინციპში, პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენიც იმავე ხაზით საუბრობს. ვწუხვარ, რომ ვხედავ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება ნეგატიური ინტერპრეტაცია მიეცეს საქართველოს ლიდერთა მიერ გაკეთებულ განცხადებებს. იმედი მაქვს, დღის მეორე ნაწილში მოვისმენთ ჩვენი პრემიერ მინისტრისა და სხვა ლიდერების იმ ციტატებს, რომელიც ეხება იმას თუ რამდენად ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენს ძალისხმევასა და ვალდებულებას, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა კრიტერიუმი და მოთხოვნა. მესამე ციტატა, რომელიც ქალბატონმა თანათავმჯდომარემ ახსენა, ამ ციტატასაც მჯერა გამოეხმაურებიან, თუმცა არასოდეს ჩემს სახელმწიფოში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, რომ სხვა ქვეყნის მთავრობის, მაგალითად უკრაინის მთავრობის წევრთა იზოლირებული იდეები და მოსაზრებები თუ ევროპარლამენტის წევრთა მოსაზრებები გაგვეთანაბრებინა ევროპული ინსტიტუტების ან სახელმწიფოთა საერთო მოსაზრებებთან. ამიტომ, უარვყოფ იმ განცხადებას, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული ეს განცხადება იყო ანტიდასავლური. პირველ რიგში, კონტექსტი იყო აბსოლუტურად სხვაგვარი“, - განაცხდა ახვლედიანმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები