პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი - ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს

09.06.23 10:00


ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაშია, მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ხალხის ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

„ის უფლებამოსილებები, რომელიც გააჩნია ამა თუ იმ სახელმწიფო ინსტიტუტს, უნდა შეასრულოს. ის გარემოება, რომ ცესკო-სა და ეროვნული ბანკის შემთხვევაში კანდიდატების წარდგენის დაყოვნებაა, ეს აჩვენებს, რომ ამ მხრივ ქართველი ხალხის მოლოდინები გამართლებული არ არის. ქართველი ხალხი პრეზიდენტისგან ელოდება პასუხისმგებლიან ქცევას და გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მის უფლებამოსილებაში შედის. მინდა, იმედი ვიქონიო, რომ ქართველი ხალხის ამ მოლოდინს საქართველოს პრეზიდენტი უპასუხებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები