პოლიტიკა

„საქართველოს მხრიდან აფხაზეთის აღიარება აუცილებლად მოხდება“ - ინალ არძინბა

09.06.23 10:20


დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას თქმით, არ განიხილავენ სახელმწიფოს "სუვერენულ" სტატუსს არც ერთ პლატფორმაზე და არც ერთ დონეზე. მისივე თქმით, ჟენევის დისკუსიებზე განიხილავენ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას და ითხოვენ "ქართულმა მხარემ" მას ხელი მოაწეროს.

 

არძინბა ამბობს, რომ საქართველო უარს ამბობს ხელმოწერაზე, რადგან ის აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს - "რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის საქართველოს აბსურდული ტერიტორიული პრეტენზიები.

 

მან გაიმეორა პრორუსული ნარატივი, რომ თითქოს უკრაინის, დასავლეთის ქვეყნებისა და შეერთებული შტატების მუდმივი მოწოდებები სამხრეთ კავკასიაში "მეორე ფრონტის" გახსნის თაობაზე გარკვეულ რისკებს ქმნის.

 

"დასავლეთი დაინტერესებულია რუსეთის გარშემო ცეცხლის რგოლის შექმნით, მას მიაჩნია, რომ სამხრეთ კავკასია კარგი ვარიანტი და კარგი შანსია. ამიტომ, ჩვენ ველით გარკვეულ პროვოკაციულ დესტრუქციულ ქმედებებს [ამერიკის] მხრიდან და კიდევ უფრო ყურადღებით დავაკვირდებით სიტუაციას", - თქვა მან.
მისივე აზრით, აშშ ცდილობს გააფართოვოს არასამთავრობო ორგანიზაციების სისტემა, რათა პირველ ეტაპზე იმუშაოს "რბილი ძალით".

 

"მინდა გავიხსენო 1921 წლის 21 მაისი, როდესაც საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, ანუ ოფიციალურმა ხელისუფლებამ, აღიარა აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. ანუ უკვე იყო პრეცედენტები, როცა საქართველომ ოფიციალურად აღიარა აფხაზეთი. და ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ახალ ისტორიულ რეალობაში ეს აუცილებლად მოხდება, რადგან ეს გარდაუვალია და ამ სიტუაციიდან სხვა გამოსავალი არ არსებობს", - თქვა არძინბამ.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები