პოლიტიკა

ნდობის ჯგუფში საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

09.06.23 13:00


ნდობის ჯგუფის სხდომაზე რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. ნდობის ჯგუფს მოხსენება საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა შალვა ლომიძემ წარუდგინა.

 

„დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ყველა საკითხი, მათ შორის ჩვენს სამეზობლოში, რეგიონში, მთლიანად საქართველოს ირგვლივ მიმდინარე პროცესები და რა გავლენა აქვს ან შესაძლოა ამ ყველაფერს ჰქონდეს საქართველოზე, მის უსაფრთხოებასა და ეროვნულ ინტერესებზე. ჩვენ, კანონმდებლებს მუდმივად გვიდევს ხელი უსაფრთხოების გარემოს მაჯისცემაზე. ყოველთვის გვაქვს უახლესი ინფორმაცია და შეფასებები, რასაც გვაწვდის საგარეო დაზვერვის სამსახური, ასევე სხვა ქართული სპეცსამსახურები.


კანონმდებლებისთვის ეს ინფორმაცია არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საფრთხეების შესახებ წინმსწრებად ინფორმაციის მიღებისთვის, მათ შესახებ ადრეული შეტყობინებისთვის, უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და ზედამხედველობის მიზნებისთვის”, - განაცხადა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ.

 

ნდობის ჯგუფის სხდომას ესწრებოდნენ დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, გიორგი ლილუაშვილი და სამსახურის ანალიტიკური დირექტორატის უფროსი, ლევან ნასრაშვილი.

 

მიმდინარე წელს ნდობის ჯგუფმა 7 სხდომა გამართა. სხდომები წლის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები