პოლიტიკა

კელი დეგნანი: ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და მოგაწოდათ მკაფიო გზამკვლევი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს

23.06.23 17:00


ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა განაცხადა.

 

მისი თქმით, კომისიამ საქართველოს მკაფიო გზამკვლევი მიაწოდა, რომელიც ქვეყანამ უნდა გაიაროს.

 

„ვფიქრობ, ძალიან წამახალისებელია, რომ კომისიამ შესრულებულად ცნო სამი კრიტერიუმი და მოგაწოდათ მკაფიო გზამკვლევი, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, მათ შორის იყოს ინკლუზიურ პროცესში სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვებთან. სწორედ ასე მიიღებს საქართველო პოზიტიურ შედეგს, კანდიდატის სტატუსს დეკემბერში, რომლის ხილვაც ყველას ასე გვსურს, თუმცა კომისიამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს ეტაპები შესასრულებელია დეკემბერში პოზიტიური გადაწყვეტილების მისაღებად. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ მომდევნო თვეებში ყველა გაერთიანდება ამ ამოცანის შესასრულებლად რეალური პროგრესის მიღწევისთვის“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.

 

ოლივერ ვარჰეიმ საქართველოსთან დაკავშირებით ზეპირი ანგარიში წარადგინა.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები