პოლიტიკა
23.06.23 18:00
რთული სათქმელია, რამდენად გამოხატავდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას ისე თუ ხედავს, რომ შეიძლება, ესდეპოლარიზაციად ჩაითვალოს, შეფასებებს ვნახავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავნჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, არ მიაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობას საერთოდ რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასთან და მედიაპლურალიზმთან.
„ზოგადად, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულება ამოსავალი წერტილია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორი იქნება 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეფასებები და თუ ნებისმიერ ქმედებას ამ ჭრილში შევხედავთ, მაშინ ევროპელი ლიდერების და ევროკავშირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები უნდა მოვისმინოთ. განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის ლიდერების მხრიდან გვესმის, შეგვიძლია, დავაკავშიროთ არაერთი რეკომენდაციის შესრულებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დეპოლარიზაცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდან უკვე აღინიშნა. თუ ეს ნაბიჯი ამ რეკომენდაციის შესრულებას მოემსახურება და ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, ეს მომავლის საკითხია – შევხედოთ, როგორ შეგვაფასებს ევროკომისია ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, რთული სათქმელია, რამდენად გამოხატავდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესსა და ნებას. ევროკავშირი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ისე თუ ხედავს, რომ შეიძლება, ეს დეპოლარიზაციად ჩაითვალოს, შეფასებებს ვნახავთ, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთდება, თუმცა რთულად წარმომიდგენია, რომ ადამიანმა, რომელიც ყოველთვის ხელს უწყობდა პოლარიზაციას და იყო ცეცხლზე ნავთის დამსხმელი, ხელი შეუწყოს დეპოლარიზაციას. არ მიმაჩნია, რომ გვარამიას პატიმრობას საერთოდ რამე საერთო ჰქონდა მედიათავისუფლებასთან და მედიაპლურალიზმთან“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამია გუშინ შეიწყალა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24