პოლიტიკა

"უკრაინა მზადაა, მიიღოს მიხეილ სააკაშვილი...“ - პოდოლიაკი

26.06.23 10:20


უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ ურკაინა მზადაა მიიღოს მიხეილ სააკაშვილი.

 

საკითხთან დაკავშირებით პოდოლიაკმა ვასილ გოლოვანოვთან ინტერვიუში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, ურკაინა ასევე მზადაა საქართველოში გააგზავნოს თავისი ექიმები, რათა მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი სამედიცინო დამხრება გაეწიოს.

 

"უკრაინის პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის, მიიღოს თავისი მოქალაქე. რა თქმა უნდა, მეც ყოველ ჯერზე ამას ვამბობ. შარშან საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ამ თემაზე განცხადება, რომ ნებისმიერ მომენტში მზად ვართ, მივიღოთ მიხეილ სააკაშვილი. ასევე, მზად ვართ გავაგზავნოთ ჩვენი ექიმები ან დავეხმაროთ მას საზღვარგარეთ ნებისმიერ კლინიკაში გასამგზავრებლად, რათა გაუწიონ აუცილებელი სამედიცინო დახმარება", - თქვა პოდოლიაკმა.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები