პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი - მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მცდელობას, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი  

27.06.23 14:00


„მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებებს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება მცდელობას, რომ მიუხედავად მმართველი გუნდის მიერ მიმდინარე საბოტაჟის პროცესისა, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“, - ამის შესახებ პარლამენტს წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

სალომე სამადაშვილის თქმით, ევროკავშირის შეფასებებზე გავლენას ახდენს გადაწყვეტილებები, რომელსაც მმართველი უმრავლესობა იღებს.

 

„ამიტომ, მივესალმები კიდევ ერთხელ ნიკა გვარამიას შეწყალებას და მივესალმები იმას, რომ მან გადაწყვიტა ვეტო დაადოს კანონპროექტს, რომელიც პირდაპირ არის საბოტაჟი ევროკავშირის მოთხოვნების, ეწინააღმდეგება მიშელის შეთანხმებას და შეგახსენებთ, მიშელის შეთანხმების შესრულება არის პირველი პუნქტი ევროკავშირის მოთხოვნებში.

 

თუ ვინმეს კიდევ ეჭვი ეპარება ვინ აგრძელებს ქვეყნისთვის ევროპული კურსის საბოტაჟს, ვურჩევ წაიკითხოს ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა ევროკავშირის შუალედურ შეფასებაში, რომელიც არის ძალიან მძიმე, რადგან ერთ წლის განმავლობაში შესრულებულია სამი მოთხოვნა.

 

ერთადერთი, ვინც გავლენას ახდენს ევროკავშირის შეფასებებზე, ეს არის გადაწყვეტილებები, რომელსაც იღებს მმართველი უმრავლესობა პარლამენტის დარბაზში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები