პოლიტიკა

სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს პროკურატურას, გადასცეს საქმე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს

28.06.23 12:00


სახალხო დამცველის აპარატი "ფორმულას" ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

განცხადების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო.

 

"სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა",- აღნიშნულია განცხადებაში.

 

ტელეკომპანია “ფორმულას” ერთ-ერთ დამფუძნებელს, მიშა მშვილდაძეს თავს დაესხნენ. მშვილდაძის თქმით, თავდასხმა ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის შესასვლელში მოხდა, რა დროსაც მას ფიზიკურად უცნობი პირი გაუსწორდა.

 

თავდასხმის ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

როგორც „ინტერპრესნიუს“ უწყებაში განუცხადეს გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

 

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები