პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი - მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ეს კითხვა დღეს ხელისუფლების მოედანზეა და პასუხი მათ უნდა გასცენ, რატომ ატყუებდნენ საზოგადოებას მრავალი თვის განმავლობაში

28.06.23 15:00


აღმოჩნდა, რომ არც ქვეყნის გარეთ ევროკავშირის მიერ გაკეთებული შუალედური შეფასებით და არც ქვეყნის შიგნით სამოქალაქო სექტორის შეფასებით არ არის შესრულებული რეკომენდაციის უდიდესი ნაწილი - ამიტომ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ეს კითხვა დღეს არის ხელისუფლების მოედანზე და მათ უნდა გასცენ პასუხი, - ამის შესახებ „ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

 

მისივე თქმით, ასევე, ხელისუფლებამ უნდა გასცეს კითხვას პასუხი, რატომ ატყუებდა საზოგადოებას და ამბობდა, რომ ყველა რეკომენდაცია ივნისის ბოლოს შესრულებული იქნებოდა.

 

„პირველ რიგში, უნდა დაისვას კითხვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი, რატომ ატყუებდა საზოგადოებას და ამბობდა, რომ ყველა რეკომენდაცია ივნისის ბოლოს შესრულებული იქნებოდა. აღმოჩნდა, რომ არც ქვეყნის გარეთ ევროკავშირის მიერ გაკეთებული შუალედური შეფასებით და არც ქვეყნის შიგნით სამოქალაქო სექტორის შეფასებით არ არის შესრულებული რეკომენდაციის უდიდესი ნაწილი. ამიტომ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ეს კითხვა დღეს არის ხელისუფლების მოედანზე და მათ უნდა გასცენ პასუხი, რატომ ატყუებდნენ საზოგადოებას მრავალი თვის განმავლობაში და აჩეჩებდნენ, იმ ტყუილს, რომ თითქოს ისინი ყველაფერს აკეთებდნენ რეკომენდაციების შესასრულებლად. ეს კითხვა არის დღეს ნომერი პირველი კითხვა, ეს კითხვა არის ხელისუფლების მოედანზე, გამოვიდნენ და პასუხისმგებლობა აიღონ, თუ როგორ შექმნეს ისეთი ყალბი პროცესი, რომლის შედეგად არა თუ 12 რეკომენდაცია შესრულებული არ არის, არამედ მხოლოდ სამი რეკომენდაცია ჩათვალა ევროკავშირის შუალედურმა შეფასებამ შესრულებულად და დანარჩენების მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

ასევე, ჟურნალისტებთან საუბრისას ნაცვლიშვილი გამოეხმაურა სანქციების საკითხებში აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტს და აღნიშნა, რომ ეს ვიზიტი არის ძალიან მკაფიო და სერიოზული გზავნილის მატარებელი.

 

„პირველ რიგში, ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ვიზიტის დროს და შემადგენლობას. ეს არ არის მხოლოდ ერთი სახელმწიფოს ან გაერთიანების წარმომადგენლობა, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, სამი უმსხვილესი აქტორი სანქციების პოლიტიკაში ერთობლივი ვიზიტით არის საქართველოში. ეს თავისთავად არის ძალიან მკაფიო, სერიოზული მესიჯის მატარებელი. მხოლოდ თეორიულად სალაპარაკოდ ამ მასშტაბის და კალიბრის დელეგაციები ერთობლივ ვიზიტებს არ ახორციელებენ. როგორც ჩანს არის ძალიან სერიოზული საკითხები, რომელთა განხილვაც აუცილებელი გახდა საქართველოს ხელისუფლებასთან პირისპირ. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები იაზრებენ რამხელა ხიფათში შეიძლება გაყონ მათ თავი პერსონალურად და ქვეყანამ, იმ შემთხვევაში, თუ ისინი სრულად არ ითანამშრომლებენ იმ მიზნისთვის, რომ საქართველო არ იყოს ტერიტორია გამოყენებული რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სანქციების გვერდის ასავლელად. თუ ფაქტები მაგიდაზე დაიდება, ეს იქნება ძალიან მძიმე რეალობა, გადაბრუნებული ურემი, რომელსაც უკან ვერაფერი ვერ გაასწორებს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

 

 

 

წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები