პოლიტიკა

„ევროკავშირის სამედიცინო მისიას ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს, ეშინიათ, არ აღმოაჩინონ მოწამვლის კვალი“ - მიხეილ სააკაშვილი

28.06.23 17:40


მიხეილ სააკაშვილი "ვივა მედიდან" გავრცელებულ წერილში წერს, რომ ევროკავშირის სამედიცინო მისიას მასთან ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს, რათა არ დადასტურდეს მოწამვლის კვალი:

 

"ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომელიც მზადაა ნებისმიერ მომენტში ჩემს გასასინჯად ჩამოსასვლელად, ივანიშვილის კრიმინალური ხელისუფლება დემონსტრაციულად არ უშვებს. ხან რას იგონებენ, ხან რას. თავისი “ჟულიკური” სქემებით, როგორც ნამდვილი კრიმინალები, გამოირჩევიან სრული ცრუპენტელობით. „პრემიერი“ და  ,,იუსტიციის მინისტრი“  საჯაროდ ამბობენ “ როცა უნდა მაშინ შემოვიდნენო” და მერე ყველაფერს აბრალებენ პენიტენციურ დეპარტამენტს. რატომ არ უშვებენ? იმიტომ, რომ ეშინიათ ევროკავშირმა არ აღმოაჩინოს მოწამვლის კვალი, არ თქვას, რომ მდგომარეობა ბევრად მძიმეა ვიდრე ესენი აღწერენ. ამასთანავე წელავენ დროს, რათა სტრასბურგში დროულად არ მოხდეს ინფორმაცია, როგორც სპეციალურად არ შემოუშვეს მისია მაშინ, როცა დროებითი ღონისძიების გამოყენების საკითხი წყდებოდა, რათა სასამართლო  დაჰყრდნობოდა პენიტენციური დეპარტამენტის და მათი კონტროლირებადი “ვივამედის” მასალებს." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში. 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები