პოლიტიკა
29.06.23 10:00
ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ქვეყნის რეალისტური მომავალი, რომ შეინარჩუნოს თავი უსაფრთხო და დამოუკიდებელი, როგორ ფიქრობთ, გაქვთ რაიმე შანსები ნატო-ში გაწევრიანების და ასევე ევროკავშირში?“
„ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს უფრო მეტი შანსი ევროკავშირში მოხვედრის და ვიცით, რომ ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა პარალელურია. საქართველო ძალიან აქტიური იყო ნატო-სთან ურთიერთობაში და მონაწილეობდა ნატო-ს მისიების ნაწილში ერაყსა და ავღანეთში. ნატო-ს წვრთნები მთელი ამ წლების განმავლობაში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. ასე რომ, ჩვენი კავშირი ნატო-სთან ძალიან მჭიდროა, მაგრამ დღეს ალბათ ევროკავშირის გზა უფრო ახლოს ჩანს.
ნატო-ს თვალსაზრისით შემდეგი სამიტი იქნება უკრაინაზე, ეს ყველამ ვიცით და ეს იქნება უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის და ეს ნორმალურია. სწორედ ამას იმსახურებს უკრაინა დღეს. ჩვენ შორის არ არსებობს კონკურენცია რაიმე ფორმით. უკრაინის წინსვლა საქართველოს სარგებელს მოუტანს, მაგრამ საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. ჩვენ მივიღეთ პერსპექტივა, რომელიც საქართველოსთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც იმას ნიშნავდა, რომ გეოგრაფიული ადგილმდებარეობა აღარაა ჩვენთვის უარის თქმის მიზეზი, რაც იყო მრავალი წლის განმავლობაში. შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამ „რბილ ომში“, რომელიც ჩვენ გვაქვს რუსეთთან, „რბილი“ პოლიტიკა, „რბილი“ ძალა, ვფიქრობ, ევროკავშირს არ შეუძლია, რაიმე სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღება, რომ დაკარგოს საქართველო. საქართველოს მოსახლეობა ისევ იმედგაცრუებული დარჩება და ეს არ უნდა იყოს ნიშანი რუსეთისთვის, რომ მისთვის მარტივად „სათამაშო“ ადგილი ვართ. ეს არის ძალიან სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს დემოკრატიულ რეფორმებს და პროცესებს, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო ეტაპზე არ არის ისეთი დამაკმაყოფილებელი, როგორც უნდა იყოს. მაგრამ ეს პირობები შეიძლება დარჩეს, შეიძლება, რამე დაემატოს, რომელთაგანაც ევროკავშირი იპოვის სწორ სიტყვათა შეთანხმებას და ფორმატს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არის სტრატეგიული გადაწყვეტილება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 217
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24