პოლიტიკა
29.06.23 13:00
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ევროკავშირის პროგრამის - „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ (ENPARD) მმართველი კომიტეტის 31-ე სხდომას დაესწრო.
მინისტრის მოადგილემ ევროკავშირს მხარდაჭერისა და პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ვაფასებთ ევროკავშირის მიერ აღიარებულ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს ქვეყანას ძალიან მალე მიენიჭება კანდიდატის სტატუსი. „სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა“ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების კუთხით. თვალსაჩინო და აღსანიშნავია ის წინგადადგმული ნაბიჯები, რაც, როგორც სოფლის მეურნეობის, ისე გარემოს დაცვის მიმართულებით გვაქვს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრძელებს რეფორმების განხორციელებას. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. იმედი მაქვს, სათანადოდ შეფასდება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი“, - განაცხადა თანდილაშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, კატალინ გერმანის თქმით, სოფლის მეურნეობის სფეროში პროგრესი არაერთი მიმართულებით არის შესამჩნევი.
„დღევანდელ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. პროგრესი ყველა მიმართულებით ჩანს, თუმცა, ამჯერად, მინდა ყურადღება გავამახვილო სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი უწყებების ინსტიტუციონალურ დონეზე გაუმჯობესების საკითხზე, ასევე, ლაბორატორიული მიმართულებით შემუშავებული სტრატეგიების განხორციელებასთან დაკავშირებულ პროგრესზე“, - აღნიშნა კატალინ გერმანმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, 2021-2023 წლებში ENPARD-ის IV ფაზის საბიუჯეტო დახმარების საკითხს; გაიმართა სოფლის განვითარების სააგენტოს ინსტიტუციური რეფორმისა (2021-2023 წწ.) და განახლებული სამოქმედო გეგმების მიმდინარეობის ანგარიშის, ასევე, ლაბორატორიული სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციები.
ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომაზე მონაწილეებმა განიხილეს: ქალთა გაძლიერების მიზნით დაგეგმილი აქტივობები; სოფლებში სერვისების (მათ შორის მოწყვლადი ჯგუფებისთვის) გაუმჯობესების მიზნით, იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით დაგეგმილი ღონისძიებები; სურსათის კონტროლის სისტემის შეფასების საკითხები.
ENPARD-ის მმართველი კომიტეტის სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები, ევროკავშირის წარმომადგენლობის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24