პოლიტიკა

ანა დოლიძე სამუშაო ვიზიტით ესტონეთში იმყოფებოდა

29.06.23 13:20


პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე სამუშაო ვიზიტით ესტონეთის პარლამენტში იმყოფებოდა.

 

ინფორმაციას ანა დოლიძე საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე ავრცელებს და ამბობს, რომ ვიზიტის განმავლობაში განიხილა პარტნიორობა ესტონეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და პარტიას - „ხალხისთვის“, შორის.

 

„სამუშაო ვიზიტით ესტონეთში ვიმყოფებოდი, სადაც შევხვდი ედუარდ ოდინეთს, ესტონეთის პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს. ვიზიტის განმავლობაში განვიხილე პარტნიორობა ესტონეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასა და პარტია ,,ხალხისთვის” შორის. ვესტუმრე პარლამენტს, გავეცანი სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობას, დღის წესრიგს, მის გეგმას და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს. მათ შორის, პარტიის მიერ განხორციელებულ სახელფასო პოლიტიკას და საყოველთაო ბავშვთა კვების საკითხს“, - წერს ანა დოლიძე.

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 181


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები