პოლიტიკა

ხატია წილოსანი ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის წარმომადგენლებს შეხვდა

29.06.23 16:00


პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრმა ხატია წილოსანმა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის - „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ - წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

„შეხვედრა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას და იმ ძირითად მიმართულებებს შეეხებოდა, რაც გენდერული თანასწორობის საბჭოსთვის პრიორიტეტულია.

 

„დელეგაცია დაინტერესებული იყო საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის გამოცდილების გაზიარებით. განსაკუთრებული ყურადღება ასევე დაეთმო მუნიციპალიტეტებში, რეგიონებში არსებული გენდერული თანასწორობის საბჭოების საქმიანობას, მათი შესაძლებლობების გაზრდას, ტრენინგებს, გადამზადებას და საქართველოში გენდერული თანასწორობის კუთხით სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღებისა და კანონმდებლობაზე მუშაობის პროცესში, სამოქალაქო და ადამიანის უფლებების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობას. საუბარი ასევე შეეხებოდა თემატური მოკვლევების მიმართულებით განხორციელებული რეკომენდაციების შესრულებას. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა გენდერული ბიუჯეტირების და მეინსტრიმინგის კუთხით“, - განაცხადა ხატია წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გენდერული თანასწორობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, გენდერული კვოტირების და გენდერული ბიუჯეტირების საკითხებზე გამოცდილებას ერთმანეთს მუდმივ რეჟიმში გაუზიარებენ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები