პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელიც მისთვის 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შეეხებოდა, დაუშვებლად ცნო

29.06.23 17:00


ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ უკრაინის წინააღმდეგ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სარჩელი, რომელიც მისთვის 2017 წელს უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას შეეხებოდა, დაუშვებლად ცნო.

 

"განცხადება საქმეზე "სააკაშვილი უკრაინის წინააღმდეგ", ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ ერთხმად ცნო მიუღებლად. გადაწყვეტილება საბოლოა", – ნათქვამია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს განცხადებაში.

 

უკრაინის წინააღმდეგ მომზადებული სარჩელით მიხეილ სააკაშვილი მისთვის უკრაინის მოქალაქეობის გაუქმებისა და ქვეყნიდან გაძევების გამო, მისი უფლების აღიარებას ითხოვდა.

 

მიხეილ სააკაშვილი საკუთარ განცხადებაში ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5§1 (თავისუფლებაზე და პირად ხელშეუხებლობაზე უფლება), მე-6§2 (უდანაშაულობის პრეზუმფცია), მე-8 (კერძო ცხოვრების და საცხოვრებლის პატივისცემაზე უფლება), მე-11 (შეკრებების თავისუფლება), მე-13 (დაცვის ეფექტურ საშუალებაზე უფლება) და მე-18 (უფლებების გამოყენების შეზღუდვა) მუხლების დარღვევაზე მიუთითებდა.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები