პოლიტიკა

პარლამენტმა საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიკაციას მხარი დაუჭირა

29.06.23 17:20


პარლამენტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საერთაშორისო შეთანხმებების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

 

„საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია II)“ და საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ პარლამენტმა 80 ხმით მიიღო.

 

ცვლილება ითვალისწინებს, რომ აქამდე არსებული ლონდონის ბანკთაშორისი საპროცენტო განაკვეთის (LIBOR) ნაცვლად, ყველა ხელშეკრულებაში გამოყენებული იქნება ურისკო ერთდღიანი განაკვეთი (SOFR), რომელიც ამერიკის ყოველდღიურ ბანკთაშორის ვაჭრობაზე დამოკიდებული მექანიზმია.

 

ანალოგიური ცვლილებაა გათვალისწინებული სარატიფიკაციო დოკუმენტებში - „საქართველოს და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ №3“, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება)“ №2“ , „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ №2“ და „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ №2“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“, რომელთა რატიფიკაციას პარლამენტმა ასევე 80 ხმით დაუჭირა მხარი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 244


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები