პოლიტიკა

ნიკა გვარამიას თავისუფლების საერთაშორისო ჯილდო გადაეცემა - ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილება

30.06.23 10:20


ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ) "მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას პრესის თავისუფლების საერთაშორისო ჯილდოს გადასცემს. ნიკა გვარამია პირველი ქართველია, რომელიც ამ ჯილდოს მიიღებს.

 

ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგან ეს კონკრეტული შემთხვევა მედიასთან დაკავშირებულ  ნეგატიურ ტენდენციებს ნათლად ასახავს.

 

"ჩვენ ვაჯილდოებთ ჟურნალისტებს, რომლებსაც ძალადობრივი მეთოდებით ხელს უშლიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში, რომ გაეშუქებინათ თავისუფლად  და თავი ეგრძნოთ უსაფრთხოდ.

 

ნიკა გვარამიას დაჯილდოებით გვინდა ყურადღება გავამახვილოთ საქართველოში არსებულ მედია გარემოზე და ინდივიდუალურად მის ბრალდებაზე.  ნიკას საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის,  რადგან ეს კონკრეტული  შემთხვევა ნათლად ასახავს იმ ნეგატიურ ტენდენციებს, რასაც ჩვენ ბოლო წლებში ჟურნალისტების უსაფრთხოების და  პრესის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ვხედავთ საქართველოში", - ამბობს გულნოზა საიდი, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის კოორდინატორი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები