პოლიტიკა

პრემიერი: სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა

30.06.23 14:00


სუბსიდირებული იპოთეკური სესხების პროგრამის ფარგლებში მთავრობა 4700 ოჯახს დაეხმარა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, დაგეგმილია ამ პროგრამის გაფართოება იმისთვის, რომ უფრო მეტ ოჯახს დაეხმაროს მთავრობა.

 

„ორი წლის წინ დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროექტის ამოქმედება. ეს არის სუბსიდირებული იპოთეკური სესხები. ეკონომიკის სამინისტრო გასცემს ამ პროგრამის ფარგლებში სუბსიდირებულ სესხებს, უფრო სწორედ, ბანკებთან თანამშრომლობს. პროგრამით სარგებლობას შეძლებს ოჯახი თუ სესხის აღების მომენტში ჰყავს 1 წლამდე ასაკის შვილი და ამ პროგრამის მოდიფიცირებაც არის დაგეგმილი. გვინდა, რომ ეს გავაფართოოთ, უფრო მეტ ოჯახს დავეხმაროთ. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ დღეს ამ პროგრამის ფარგლებში ჩართული ოჯახების რაოდენობა შეადგენს 4,700 და ბენეფიციარებს ჯამურად 500 მლნ ლარზე მეტი სესხი დაუმტკიცდათ და ჩვენ დავუსუბსიდირეთ. 4700 ოჯახს დავეხმარეთ აი ამ პროგრამის ფარგლებში”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები