პოლიტიკა
30.06.23 14:30
დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს მიზანმიმართულად ართმევს, - ამ სიტყვებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს სიტყვით გამოსვლისას მიმართა.
ბოკუჩავას თქმით, ხელისუფლება რუსულ საქმეს აკეთებს, თუმცა, ისინი „დამარცხდებიან, რადგან ქართველი ხალხის ნება ურყევია“.
„განადგურებული, დეგრადირებული, გაუბედურებული - რას არ გვიწოდებთ, მაგრამ გწყინთ, როცა ჩვენ ქვეყნის რუსიფიკაციის მცდელობაში გამხელთ, გახსენებთ, რომ თქვენ რუსულ საქმეს აკეთებთ და ფიზიკური ანგარიშსწორებით იმუქრებით. დღეს, საპარლამენტო ტრიბუნაზე, თქვენი სახით, ბატონო ირაკლი, ქვეყნის მოღალატე დგას, რომელიც საქართველოს მიზანმიმართულად ართმევს ევროპულ მომავალს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების ღალატია, რადგან ქვეყნის ერთადერთი ეროვნული ინტერესი დღეს, ევროპული ინტერესია. ქვეყნის ღალატია, რომ პირადად თქვენ, ომს ნატო-ს აბრალებთ და ახლა უკვე ქვეყნის ღალატია ჩვენი ეკონომიკის ტერორისტ რუსეთზე ჩამოკიდება, ქვეყნის ღალატია ჩვენი ტერიტორიის რუსეთზე დაკისრებული სანქციების თავის არიდების დერეფნად გამოყენება, ქვეყნის ღალატია რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების დაშვება, ქვეყნის ღალატია, მალული მოლაპარაკების გზით, საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა, ქვეყნის ღალატია რუსული კანონის მიღების მცდელობა, ქვეყნის ღალატია მეორე ფრონტის მითის მოგონება, ქვეყნის ღალატია ევრორეკომენდაციების მიზანმიმართული უგულებელყოფა, ქვეყნის ღალატია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში გამომწყვდევა პუტინის საამებლად, როცა მთელი თავისუფალი სამყარო მისი გათავისუფლებისკენ მოგიწოდებთ, მაგრამ მიშა სააკაშვილის ყველგან და ყოველთვის ეშინოდა ბიძინა ივანიშვილს და ეშინია დღესაც, ციხეშიც, თავისუფლებაზეც, უკრაინაშიც, საქართველოშიც, ჯანმრთელიც და ფიზიკურად დასუსტებულიც, რადგან იცით, რომ თანაბარი თამაშის წესებით მასთან დამარცხდებით. პოლონელი ექიმების მასთან შეშვების სამარცხვინო ბიუროკრატიული ხრიკებით გაჭიანურება კი, მისი მოწამვლის კვალის დამალვას ემსახურება, რადგან აქაც გეშინიათ, სიმართლის გეშინიათ და ამიტომ გეშინიათ ხალხისაც, გეშინიათ ახალგაზრდების, თავად მონურ მორჩილებაში გეშინიათ მათი თავისუფლების, ბატონო ირაკლი, თავად რუსული საქმის მკეთებელს გეშინიათ მათი ევროპულობის, გეშინიათ მათი სიტყვების და უსიტყვობის და მზად ხართ, თეთრი ფურცლის გამო დააპატიმროთ. თეთრი ფურცლითაც, სიტყვითაც, პარლამენტშიც, ქუჩაშიც, ყველგან და ყოველთვის შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის დავალებით, თქვენ, ბატონო ირაკლი და თქვენი ბანდიტოკრატიული მთავრობა რუსულ საქმეს აკეთებს, მაგრამ აქვე გეტყვით, რომ დამარცხდებით, რადგან ქართველი ხალხის ურყევი ნება გაიმარჯვებს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 154
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24