პოლიტიკა
30.06.23 17:00
„კითხვები შეეხებოდა გმირთა ხეივნის რეაბილიტაციას, რეკონსტრუქციას - წლის ბოლოს დასრულდება აღნიშნული პროექტი“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
პრემიერმა „განახლებული რეგიონების“ შესახებ ისაუბრა.
„ზოგადად გეტყვით, რომ „განახლებული რეგიონების“ თაობაზე ბევრი გესაუბრეთ, აღარ მინდა გავიმეორო. 700-ზე მეტი შენობის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. 92 სკვერის და პარკის რეაბილიტაცია-აღდგენა და ეს პროცესი გრძელდება. პირველი ფაზის სამუშაოები დასრულებულია. 500 მილიონი ლარი დაიხარჯა. ყველა მუნიციპალიტეტში თქვენ ნახეთ, რომ როგორ ლამაზად მოეწყო ცენტრები და ეს გრძელდება და გაგრძელდება პირველი ფაზის სამუშაოები. მეორე ფაზა ითვალისწინებს უკვე კიდევ უფრო მასშტაბური სამუშაოების დაწყებას. ახლა გვინდა არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქუჩა და ცენტრები, არამედ მთელი არეალის რეაბილიტაცია დავიწყოთ და მე ჩამოგითვალეთ ქალაქები. 11 ქალაქია შერჩეული ამ ეტაპზე და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ, ჩვენი გეგმის მიხედვით, გეგმა 2023-ის მიხედვით, 2030-მდე შევძლებთ ყველა ქალაქში მართლაც შევიტანოთ პროგრესი, განვითარება. რეალურად ევროპული ტიპის ქალაქებად ვაქციოთ, მუნიციპალიტეტებად ვაქციოთ ჩვენი რეგიონები და ეს არის გზა, გეგმა რომელსაც მივყვებით თანმიმდევრულად“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერმა ასევე აჭარაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად.
„ახლა რაც შეეხება კიდევ ერთი შეკითხვა იყო და არ ვიცი ამ ბატონს რატომ უნდა ვუპასუხო, არ არის ბატონი ხაჯიშვილი და არ ვუპასუხებ, ერთს ვეტყვი მოსახლეობისთვის და ჩვენი საზოგადოებისთვის და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ აქ შედარება გააკეთა , რომ აი აჭარა არ უყვარს ბატონ ივანიშვილსო და არ ვიცი, რაღაცა სისულელე თქვა მორიგი, თითქოს სააკაშვილს უყვარდა და ჩვენ ამიტომ არ ვაქცევთ ყურადღებას, შეადარეთ სავსეა სოც მედიაში, კამპანიები, ფოტოები და ვიდეოები, ბათუმი 2012 და ბათუმი 2022-თან და ნახავთ ძალიან დიდ, მარტივ განსხვავებას მილიარდობით დოლარი იქნა ინვესტირებული ბათუმში, აჭარაში მთლიანად, რეაბილიტაცია უტარდება, განახლება ხდება, მშენებლობა.
ამაზე არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ გარეთ საუბრობენ უკვე, აღიარებენ.
შესაბამისად , მე აქვე მინდა შეგახსენოთ, ვინაიდან თქვენ ახსენეთ ბატონი ივანიშვილი მე შეგახსენებთ მის ქველმოქმედებას ,აქ კითხვაში და პასუხში მე გავაერთიანე რამდენიმე კითხვა რომელშიც აქ საუბარი იყო, ბატონმა ივანიშვილმა 3 მილიარდი დახარჯა საკუთარი ჯიბიდან, თავის ქვეყანას მოახმარა და განსაკუთრებით აჭარაში ასეულობით მილიონი დოლარი აქვს დახარჯული,მთელი არეალი გარდაქმნა, მოგეხსენებათ შეკვეთილის არეალი და არამხოლოდ , ბათუმშიც მე მახსოვს როცა ქართუ ფონდს ვხელმძღვანელობდი, ასეულობით მილიონ ლარს ვხარჯავდით,ვეხმარებოდით ბათუმს ბულვარების მოწყობაში და ატრაქციონების მოწყობაში და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი ნაწილი ამ ინვესტიციებისა განხორციელებული იყო პირადად ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებით ,აი ეს არის სიმართლე და ამ სიმართლეზე არ უნდათ ამათ საუბარი, მხოლოდ ტყუილები და მხოლოდ უსაფუძვლო ცილისწამება, აქ რამდენჯერმე დაისვა ხულო - ზარზმის გზასთან დაკავშირებით კითხვები, მე ვიცი რომ სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ძალიან მალე დასრულდება აღნიშნული გზა“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
წყარო : /www .pia.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24