საზოგადოება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით დამატებითი მატარებლები იმოძრავებენ

27.04.16 17:55


სს „საქართველოს რკინიგზა“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით პერიოდში დასავლეთ საქართველოს მიმართულებით დამატებით მატარებლებს გამოყოფს, აღნიშნულია „საქართველოს რკინიგზის“ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრთა ნაკადის გაზრდას ელოდება.

დამატებითი ჩქაროსნული მატარებლები თბილისი-სენაკისა და თბილისი-ზუგდიდის მარშრუტებზე დაინიშნა.

„თბილისიდან ა.წ. 29 აპრილს და 01 მაისს, ხოლო ზუგდიდიდან 30 აპრილს და 02 მაისს შესრულდება ორ-ორი რეისი. გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 00:35, ჩასვლა ქ.ზუგდიდში 06:36, ზუგდიდიდან გამოსვლა 01:30, ჩამოსვლა ქ. თბილისში 07:05“, — აღნიშნულია განცხადებაში.

მართლმადიდებელთა ერთ-ერთი უმთავრესი დღესასწაული — აღდგომა წელს პირველ მაისს აღინიშნება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 55


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები