საზოგადოება
21.11.16 20:45
ძველი თბილისის აბანოებსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვების ეტაპი ორშაბათს, აბანოების სასარგებლოდ დასრულდა.
შპს „ნარიყალას“ დირექტორმა ნოდარ ტოტოღაშვილმა „პირველს“ განუცხადა, რომ სასამართლომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ სარჩელი არ დააკმაყოფილა. ნოდარ ტოტოღაშვილის თქმით, „მოსამართლე ხათუნა კაკაბაძემ ისტორიული და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო“.
„აბანოები ფუნქციონირებას ჩვეულ რიტმში განაგრძობს და აღარ გადაიხდის წყლის კომპანიის მიერ დაკისრებულ დავალიანებას, რაც დაახლოებით, 100 ათასამდე ლარს შეადგენდა. კომპანიის მოთხოვნა იყო, სასამართლოს იძულებით დაეკისრებინა ჩვენთვის დავალიანების გადახდა. სასამართლო გადაწყვეტილებით, ასევე მოეხსნა ჩვენ ქონებას ყადაღა. იმედი გვაქვს, შემდეგ ინსტანციებშიც გონივრული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“, – უთხრა “პირველს” კომპანიის დირექტორმა.
მისივე ინფორმაციით, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ დაახლოებით, ორკვირიან ვადაში უნდა ჩაიბაროს სასამართლოს გადაწყვეტილება. „მათ აქვთ დრო გასაჩივრებისთვის. შეუძლიათ, შეტანილი სარჩელები უკან გამოიტანონ და ჩვენთან მოლაპარაკებები გამართონ, დავლაგდეთ და ყოველგვარი საასამართლოს გარეშე გავაგრძელოთ ურთიერთობა, რასაც აქამდეც ვთავაზობდით“, – აღნიშნა შპს „ნარიყალას“ დირექტორმა.
შპს ნარიყალას დირექტორის თქმით, მას შემდეგ, რაც წყლის კომპანიამ ტარიფი თვითნებურად გაზარდა, აბანოების გასავალი, დაახლოებით, 800%-ით გაიზარდა – GWP- თვის გადასახდელმა თანხამ 11 ათას 500 ლარი შეადგინა, რაც შემოსავლების დახლოებით, 40%-ს უდრის.
აბანოების ხელმძღვანელობა წყლის კომპანიისთვის სემეკი-ს მიერ მინიჭებული ნების უსამართლოდ გამოყენებაზე მიუთითებდა და აღნიშნავდა, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მაქსიმალური გადასახადი დაუწესა არამხოლოდ აბანოებს, არამედ, სახელმწიფო დაწესებულებასაც.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” აცხადებდნენ, რომ „აბანოებს ჩამდინარე წყლის გადასახადი, სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფით და მათ მიერ მოხმარებული წყლის გაზომვის შედეგად დაუწესდათ; აბანოს ხელმძღვანელებს გადასახადის გადახდა არ სურდათ და მათ პოზიციას საფუძველი არ ჰქონდა“.
სასამართლო დავის პარალელურად, აბანოების თანამშრომლები აქციებს მართავდნენ. წყლის გაზრდილ ტარიფს აპროტესტებდნენ და დაკისრებული დავალიანების ჩამოჭრას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეებმა აქციები ჯერ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოფისთან, შემდეგ სემეკ-თან, თბილისის მერიასა და გოგირდის აბანოებთან გამართეს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 541
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24