საზოგადოება

მოსალოდნელია თოვა - აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა

21.11.16 21:15


გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21 - დან 24 ნოემბრამდე კავაკასიის ჩრდილო - აღმოსავლეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება.

აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა. მოსალოდნელია თოვა.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი - სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი ქარი.

დღეს ქ. ქუთაისში შენარჩუნებული იქნება ძალიან ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარემ შესაძლოა 32 მ/წმ - ში მიაღწიოს. ხვალიდან ქარის სიძლიერე შედარებით შესუსტდება და 22 – 23 ნოემბერს 28 – 30 მ/წმ - შია მოსალოდნელი.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 739


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები