საზოგადოება

რუსეთში ონლაინ გაყიდვებიდან იმიტირებული ქართული ღვინოები ამოიღეს

22.11.16 18:30


ქართულმა მხარემ რუსეთში კომპანია „აგორას“ ონლაინ გაყიდვებიდან იმიტირებული ღვინოები ამოაღებინა. აღნიშნული ფაქტი ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის” ერთობლივი ძალისხმევით მოხდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოდან „კვირას“ აცნობეს, 2016 წლის სექტემბერში ღვინის ეროვნულ სააგენტოსათვის ცნობილი გახდა, რომ კომპანია „აგორა” (http://www.agora-group.ru/) ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარისა” და „ქინძმარაულის” იმიტაციით, კრასნოდარის მხარეში წარმოებული ღვინის რეალიზაციას ახდენდა. კერძოდ, სარეალიზაციოდ შეთავაზებული პროდუქტის ეტიკეტებზე დატანილი იყო აღნიშვნა „ХВАНЧМАРАУЛИ”.

ოფიციალური ინფორმაციით, ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, „საქპატენტის” ერთობლივი მუშაობის შედეგად, კომპანიის ონლაინ გაყიდვებიდან ქართული ღვინის დაცული ადგილწარმოშობის დასახელებების – „ხვანჭკარისა” და „ქინძმარაულის” იმიტაციით ეტიკეტირებული ღვინო ამოიღეს.

„აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ 2016 წელს „საქპატენტის” მიერ რუსეთის ფედერაციაში ღვინის ეროვნული სააგენტოს სახელზე დარეგისტრირდა ქართული ღვინის ადგილწარმოშობის დასახელებები „ხვანჭკარა” და „ქინძმარაული”. ღვინის ეროვნული სააგენტო კვლავაც განაგრძობს მუშაობას ქართული ადგილწარმოშობის დასახელებების საერთაშორისო დაცვის კუთხით”, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ანდრო ასლანიშვილმა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 442


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები