საზოგადოება

როდის გამოიდარებს საქართველოში

22.11.16 18:40


საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა. სინოპტიკოსების თქმით, საქართველოში ცივი და ნოტიო მასები გავრცელდება. შავი ზღვის სანაპირო ზოლში იქნება ძლიერი ქარი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში კი თოვლს პროგნოზირებენ.

სინოპტიკოსთა განცხადებით, დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობში, ძლიერი ქარი დღის პირველ ნახევრამდე შენარჩუნდება. მეორე ნახევარში კი ქარის სიძლიერე შესუსტდება და 23 ნოემბრის საღამოს საათებიდან გამოიდარებს.

ცივი ამინდები 24 ნოემბრამდე გასტანს.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 595


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები