საზოგადოება

GWP მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

22.11.16 19:10


ბოლო დღეებში ძლიერი ქარი და ყინვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონს გარკვეულ პრობლემებსა და საშიშროებას უქმნის. მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით კომპანიები ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP), ”რუსთავის წყალი“ და ”მცხეთის წყალი“ აბონენტებს რეკომენდაციებით მიმართავენ.

იმისთვის, რომ მოსახლეობამ თავიდან აიცილოს წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვა, საჭიროა შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენი ქსელები და აღრიცხვის კვანძები, ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული კომპანიები აბონენტებს ურჩევენ სახლში არსებული ყველა ონკანი დატოვონ მოშვებული წყლის მცირე ჭავლით, რაც ხელს შეუშლის ონკანში წყლის გაყინვას. კომპანიის რეკომენდაციების გათვალისწინება განსაკუთრებით აუცილებელია თბილისის ზედა ზონების მოსახლეობისა და იმ აბონენტებისთვის, რომლებთანაც არსებობს კომუნიკაციების მოყინვის დიდი ალბათობა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 7057


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები