საზოგადოება

25 ნოემბრიდან უნალექო ამინდია მოსალოდნელი

24.11.16 16:55


25 ნოემბრიდან შედარებით დათბება და უნალექო ამინდი იქნება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17-22 მ/წმ-ია მოსალოდნელი. 25 ნოემბრიდან ქარი ჩადგება და კვირის ბოლომდე თბილი, უნალექო ამინდი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოში გუშინ ზოგან მოთოვა, ჰაერის ტემპერატურა -1, +4 გრადუსი იყო. ღამის საათებში ბარში ყინვები დაფიქსირდა (-2, -7 გრადუსის ფარგლებში, თბილისში -2, -4 გრადუსი).


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები