საზოგადოება

კავკასიელი მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენენ

24.11.16 18:45


დაღესტნელი, ჩეჩენი, სომეხი, აზერბაიჯანელი და ქართველი თანამედროვე მხატვრები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს გამოფენაზე „კავკასიის გავლით“. გამოფენა 25 ნოემბერს იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში („ქარვასლა“) გაიხსნება.

გამოფენა 12 დეკემბრამდე გასტანს. ის პროექტის „თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში გაიმართება და მისი მიზანია საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარება და მხარდაჭერა, ასევე მისი წარმოჩენა როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.

გამოფენა „კავკასიის გავლით“ ამ პროგრამის უკვე მეოთხე პროექტია. ის აერთიანებს ხუთ ნიჭიერ მხატვარს კავკასიიდან: დაღესტანი — ტაუს მახაჩევა, ჩეჩნეთი — ასლან გაისუმოვი, სომხეთი — ვაჰრამ აღასიანი, აზერბაიჯანი — ალი ჰასანოვი და საქართველო — ვაჟიკო ჩაჩხიანი.

„გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ობიექტები და ვიდეოინსტალაციები, რომლებშიც იგრძნობა საბჭოთა ეპოქის კვალი. კავკასიის ქვეყნების ხელოვანები ერთგვარი ირონიით გამოხატავენ თანამედროვე მდგომარეობას, როგორც სიბნელიდან გამოსულ, უცნობი მომავლის მოლოდინში არსებულ ცხოვრებას“, — აღნიშნულია მუზეუმის განცხადებაში.

პროექტი „თანამედროვე ხელოვნების გალერეა“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კოორდინაციით ხორციელდება.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები