პოლიტიკა

სოზარ სუბარმა სუს-ს მიმართა - ბოლომდე მიიყვანეთ საქმის გამოძიება და საზოგადოებას მოგვაწოდეთ სრული ინფორმაცია, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც ველოდებით

19.09.23 15:30


ძალიან შემაშფოთებელი განცხადება მოვისმინეთ, დაფუძნებული კონკრეტულ ინფორმაციაზე, რომ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირები გეგმავენ დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობას, რომლის მიზანია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას ქვეყანაში გადატრიალების არაერთი მცდელობა ჰქონდა.

 

„რამდენიმე დღის წინ ადამიანის უფლებათა ეროვნულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ 2019 წლის 20 ივნისს ნამდვილად ჰქონდა ადგილი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობას და რომ სახელმწიფომ კანონიერად იმოქმედა მის აღსაკვეთად. მიმდინარე წლის მარტში ჩვენი თვალით ვნახეთ, როგორ ესროდნენ მომიტინგეები „მოლოტოვის კოქტეილებს“ პოლიციელებს და ცდილობდნენ, ცოცხლად დაეწვათ ეს ადამიანები. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები და მათი უცხოელი მხარდამჭერები დღემდე ცდილობენ, რომ ამის ჩამდენი კრიმინალები გმირებად გამოაცხადონ და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის მცდელობა დემოკრატიის ზეიმად მოგვაჩვენონ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

დეპუტატმა გადატრიალების მცდელობების აღკვეთისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა.

 

„მინდა, მოვუწოდო მათ, ბოლომდე მიიყვანონ ამ საქმის გამოძიება და ქართველ საზოგადოებას მოგვაწოდონ სრული ინფორმაცია. ბუნებრივია, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებასაც ველოდებით“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

 

 

წყარო :  /www.1tv.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები