პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – რადიკალურ ოპოზიციას: თქვენ გმირობად და მშვიდობად მიგაჩნიათ, რომ ჯერ პროვოკაციებზე წამოეგოთ და მერე საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალოთ

20.09.23 10:40


ჩვენ ისევ ვხედავთ პიარულ შტურმს სიტყვა რუსულის ბევრჯერ გამოყენებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

 

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია დაკავებულია მავნებლობით, მათ აქვთ ერთი მიზანი, რომ რამენაირად არ მივიღოთ სტატუსი.

 

„ფარას“ მიხედვით გამოქვეყნებულ დოკუმენტებში იყო, როგორ შეუკვეთეთ თქვენ (მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვითომ) რომ დასანქცირებულიყვნენ კონკრეტული პირები და ქვეყანა. სანქციები იყო დავალება ლობისტებისა. სახელმწიფოებრივი აზროვნება და სახელმწიფოებრივი თავმოყვარეობა არავის აქვს, რომ საკუთარ მოქალაქეზე, ვინც არ უნდა იყოს, იმაზეც უნდა ილაპარაკო ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე და დამოუკიდებლობისა და თავმოყვარეობის რაღაც ხარისხი უნდა ჰქონდეთ. მაგრამ ეს არ გაგაჩნიათ. თქვენ გმირობად და მშვიდობად მიგაჩნიათ, რომ ჯერ პროვოკაციებზე წამოეგოთ და მერე საკუთარ ჯარისკაცებს ომის დაწყება დააბრალოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები