პოლიტიკა

ილია დარჩიაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ფინელ კოლეგას შეხვდა

20.09.23 11:40


გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ელინა ვალტონენთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ფინეთის ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ასევე საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები.

 

„დადებითი შეფასება მიეცა სკანდინავიის ქვეყნებთან საქართველოს თანამშრომლობას და ამ მხრივ არსებული ფორმატების ეფექტურ გამოყენებას. აღინიშნა მჭიდრო კოორდინაციის და თანამშრომლობის მნიშვნელობა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.

 

მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს ძალისხმევა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების მხრივ და ინფორმაცია მიაწოდა იმ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებზე, რაც ამ მოკლე პერიოდში განხორციელდა. აღინიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ევროკომისიის მიერ სათანადოდ შეფასდება საქართველოს ძალისხმევა ამ მიმართულებით.

 

მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მიმართულებით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები