პოლიტიკა
20.09.23 13:00
2023 წლის 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციამ და ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ქცევის (ეთიკის) კოდექსს მოაწერეს ხელი.
ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ გახსნა და არჩევნების ადმინისტრირების პროცესში აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ქცევის (ეთიკის) კოდექსი არის მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, საერთაშორისოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად ჩატარებას. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერით, საჯაროდ დეკლარირებას ვუკეთებთ ყველა იმ პრინციპს, რომელიც მნიშვნელოვანია არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩასატარებლად. შესაბამისად ვთანხმდებით რომ აღნიშნულ პროცესში ვიხელმძღვანელებთ ყველა იმ საკვანძო პრინციპითა და სტანდარტით რომელიც მოცემულია აღნიშნულ დოკუმენტში“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ღონისძიების დასრულების შემდეგ.
ქცევის (ეთიკის) კოდექსის პრინციპების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს დოკუმენტზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც. მათი თქმით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მსგავსი ტიპის შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებას.
„ეთიკის კოდექსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ცესკოსა და არასამთავრობოებო ორგანიზაციების ურთიერთობისთვის. აღნიშნული დოკუმენტი კიდევ უფრო ამყარებს და უკეთესს ხდის თანამშრომლობას არჩევნებიდან არჩევნებამდე. ასევე ვაფასებთ საარჩევნო ადმინისტრაციის ღიაობას შეხვედრებისთვის და მოსაზრებების გაცვლისთვის და ვიმედოვნებთ რომ თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) წარმომადგენელმა გიორგი მონიავამ.
ეთიკის კოდექსის მნიშვნელობაზე და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე ასევე ისაუბრა „ახალი თაობა - დემოკრატიული საქართველოსათვის“ ხელმძღვანელმა ნატალია ხოხიაშვილმა. როგორც მან აღნიშნა, „ცესკო წარმატებით აგრძელებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობას. აღნიშნული დოკუმენტი არის ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციების თვითრეგულირების ქცევის კოდექსი, რომლითაც 1 ოქტომბრის შუალედურ/რიგგარეშე არჩევნებზე ვიხელმძღვანელებთ“.
ქცევის (ეთიკის) კოდექსს ხელი 1 ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა ადგილობრივმა დამკვირვებელმა ორგანიზაციებმა მოაწერეს. ღონისძიება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ტექნიკური მხარდაჭერით გაიმართა. კოდექსზე ხელის მოწერა შეუძლია ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ამ არჩევნებზე დაკვირვებისთვის შესაბამის ვადებში დარეგისტრირდება.
წყარო : /www.imedinews.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23