პოლიტიკა

ივანიშვილს მინდა ვუთხრა, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან - სააკაშვილი  

20.09.23 14:40


თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სააკაშვილმა მმართველი გუნდის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მოუწოდა, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს. 

 

„ხალხის სულისკვეთებას ვერაფერ დაუდგება წინ... ერთადერთი, რაც მე მინდა ვუთხრა დღეს ივანიშვილს, დაჯდეს მოლაპარაკების მრგვალ მაგიდასთან ხელისუფლების მშვიდობიან გადაბარებაზე... რადგან მე არ მსურს თქვენთვის უსამართლობა, რადგან ქართველები ისედაც ცოტანი ვართ ქართველები ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა სააკაშვილმა. 

 

ამასთან, როგორც სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ აღნიშნა, დღევანდელ პროცესზე დადგება შუამდგომლობა, რომ საქმის თავიდან განხილვა დაიწყოს.

 

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები