პოლიტიკა
20.09.23 15:30
დღეს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რღვევა დაწყებულია და ოპოზიცია გამარჯვების გოლს აუცილებლად გაიტანს.
„ჩვენ უკან დგას ქართული სამშობლო, მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური ქსელი. ეს არის ჩვენსა და მათ შორის განსხვავება, ხედავთ, როგორ იცავენ რუსულ ჯაშუშურ სისტემას საქართველოში. ფარცხალაძე არ არის მხოლოდ ერთადერთი, ეს არის მთელი ჯაშუშური ქსელი, რომელიც დღეს მოქმედებს საქართველოში. ჩვენ, ქართველი პატრიოტები, არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ, ფიზიკური იქნება? ფიზიკურ პასუხს მიიღებენ. როგორი „დაჩმორებულიც“ იყო კობახიძე დღეს, ასეთი „დაჩმორებული“ გაიქცევიან რუსები საქართველოდან. საქართველო რუსების საჯიჯგნი არ იქნება. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას. მინდა, მოსახლეობას ავუხსნა, ეს ნიშნავს, რომ მათ უნდათ, ჩვენ მთლიანად ფინანსურ იზოლაციაში მოვექცეთ, არ გვექნება ხელფასების აღების შესაძლებლობა, გადარიცხვების შესაძლებლობა, ჩამოიშლება მთელი ფინანსური სისტემა და თუ ვინმეს რამე დანაზოგი აქვს და ბიზნესსექტორს რამე აქვს, ყველაფერი განულდება. ამაზეა საუაბრი. მივესალმები, რომ რიგი ბანკები არ ემორჩილებიან ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას. მივესალმები ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, რომლებმაც დატოვეს საბჭო.
დღეს 19:00 საათზე შევიკრიბოთ რუსთაველზე, პარლამენტის წინ და ერთად ჩამოვაყალიბოთ სამოქმედო გეგმა, რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ. მათ უკან დგას რუსული ჯაშუშური სისტემა პუტინის მიერ შექმნილი, ჩვენ უკან დგას ჩვენი სამშობლო. ჩხუბი კი არა, იარაღზე არ დაუხევია უკან ჩვენს თანამემამულეს, სადაც იქნება შეხების წერტილი, იქ მიიღებენ პასუხს ეს ლუსტრირებული რუსი ჯაშუშები, რომლებიც არიან „ქართულ ოცნებაში“.
„ქართული ოცნების“ რღვევა დაწყებულია, მთელი სისტემის რღვევა დაწყებულია და ჩვენ გამარჯვების გოლს აუცილებლად გავიტანთ. პატრიოტები ვართ აქეთ, იქით არიან რუსი ჯაშუშები. წინ, არცერთი ნაბიჯი უკან, ვიბრძოლოთ ბოლომდე. როგორც ლაჩრულად დღეს გაიქცნენ. ერთადერთი უკან მოპარვა იციან ხოლმე, უკან მოპარულებმაც საკადრისი პასუხი მიიღეს, კიდევ უფრო მეტ პასუხს მიიღებენ, არცერთი ნაბიჯი უკან“, – განაცხადა ვაშაძემ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ცესკოს დელეგაცია აშშ-ში საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს აგრძელებს
18:0530.11.23
-
თამარ ჩარკვიანი მამუკა ხაზარაძეზე: ფეიკ ოპოზიცია რომ შეგვრჩეს ხელში, დავიღუპებით
17:4030.11.23
-
17:2030.11.23
-
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩს, მატუშ ბუშოვსკის შეხვდა
17:0030.11.23
-
ილია დარჩიაშვილი შვედ კოლეგას შეხვდა
16:4030.11.23
-
16:2030.11.23
-
16:0030.11.23
-
15:4030.11.23
-
15:2530.11.23
-
15:0030.11.23
-
14:2030.11.23
-
14:0030.11.23
-
წინასწარი შეფასებით, ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკა 6.2 პროცენტით გაიზარდა
13:4030.11.23
-
13:2030.11.23
-
13:0030.11.23
-
12:4030.11.23
-
12:2030.11.23
-
12:0030.11.23
-
სალომე ზურაბიშვილი - ვწუხვარ, რომ უზარმაზარი ეროვნული თანხმობის მიმართ არის გულგრილობა
11:5030.11.23
-
11:2030.11.23
-
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს
11:0030.11.23
-
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი 100 წლის ასაკში გარდაიცვალა
10:4030.11.23
-
ინდუსებმა „გააჯერეს“ მონოეთნიკური სომხეთი
10:2030.11.23
-
ყოფილი ცოლის დაჭრისა და მისი მეუღლის მკვლელობის ბრალდებით მიმალვაში მყოფი პირი დაკავებულია
10:0030.11.23
-
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოს 20 წევრი დაემატა
18:0029.11.23
-
17:4029.11.23
-
17:2029.11.23
-
17:0029.11.23
-
16:4029.11.23
-
სემეკმა მოქალაქეებს უსაფუძვლოდ დარიცხული 600 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა
16:0029.11.23
-
ირაკლი ზარქუა: უკრაინა ძალიან ცუდ სიტუაციაში ჩააყენეს – მეტი პრაგმატული პოლიტიკა იყო საჭირო
15:4029.11.23
-
15:2529.11.23
-
ირაკლი კობახიძე - გამარჯვებულ პარტიას არაფერში სჭირდება პოლარიზაცია
15:0029.11.23
-
14:4029.11.23
-
ზურაბ ჯაფარიძე - როცა იცი, რომ ეუთოს მინისტერიალს ლავროვი ესწრება, არ უნდა წახვიდე
14:2029.11.23
-
14:0029.11.23