პოლიტიკა

„მინისტრის საათის“ ფორმატში, თეა წულუკიანმა უწყების მიერ განხორციელებულ სამუშაოებზე ანგარიში წარადგინა

20.09.23 16:00


კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება.

 

მან უწყების მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიში წარადგინა. წულუკიანმა გამოსვლა სპორტის თემით დაიწყო. მისი თქმით, სამინისტროს მიერ სპორტის სფეროსთვის გაზრდილი დაფინანსების შედეგია ის წარმატებები, რომელიც წლის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა მსოფლიოს მასშტაბით მოიპოვეს. წულუკიანმა მათ მიღწეული გამარჯვებებისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მინისტრმა ასევე ისაუბრა კულტურის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე. წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურის საკითხებზე ოპოზიციური დეპუტატები ხშირად აქტიურობენ, თუმცა ისინი იმ მომენტში დარბაზში უკვე არ იმყოფებოდნენ და შესაბამისად, არც წულუკიანის განცხადება მოუსმენიათ.

 

ამასთან, წულუკიანმა მოუწოდა იმ ხელოვანებს, რომლებიც კულტურის სამინისტროს მიმართ კრიტიკით გამოირჩევიან, თავი დაანებონ განდეგილობას და ჩაერთონ პროცესებში, რომელსაც სამინისტრო ახორციელებს.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები